X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი სიახლეები & ღონისძიებები „დღეს უკვე აშკარად ჩანს, რომ ჩინეთის აწმყო და მომავალი მის ისტორიაზე არანაკლებ შთამბეჭდავია“-მაია ცქიტიშვილი

„დღეს უკვე აშკარად ჩანს, რომ ჩინეთის აწმყო და მომავალი მის ისტორიაზე არანაკლებ შთამბეჭდავია“-მაია ცქიტიშვილი

ძებნა

„დღეს უკვე აშკარად ჩანს, რომ ჩინეთის აწმყო და მომავალი მის ისტორიაზე არანაკლებ შთამბეჭდავია“-მაია ცქიტიშვილი

29 სექტემბერი 2018

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 69-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ჩინელ ხალხს დღესასწაული მიულოცა. ჩინეთის საელჩოს  სადღესასწაულო მიღება სასტუმრო „ჰუალინგში“ გაიმართა. ვიცე-პრემიერმა, მიღებაზე,  ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია - „ჩვენ ძალიან დიდი მეგობრობა გვაკავშირებს, ჩინეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც  27 წლის წინ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და ამასთან ერთად საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ძალიან დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა მისი აღმატებულება პრეზიდენტის, სი ძენ ბინის   ერთი სარტყელი - ერთი გზის  ინიციატივას“-  აღნიშნა  ვიცე-პრემიერმა.
მაია ცქიტიშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვა, როგორც ჩინური კომპანიების საქართველოში მუშაობას, ისე ქართული პროდუქტის ჩინურ ბაზარზე გავრცელების შესაძლებლობების გაზრდას  და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში, შანხაის ფორუმზე, ქართული კომპანიები წარსდგებიან თავისი პროდუქციით. ვიცეპრემიერი იმედოვნებს, რომ ფორუმში მონაწილეობის შედეგად, კომპანიები გააფართოებენ თანამშრომლობას ჩინელ პარტნიორებთან და წარმატებებს მიაღწევენ ჩინურ ბაზარზე. ამავე ფორუმის ფარგლებში მზადდება ასევე პრემიერის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
მიღებას, ოფიციალური პირების გარდა, ჩინური მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათთან ინტერვიუში მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა:   „ჩვენს ურთიერთობებს დიდი პოტენციალი აქვს. სულ ცოტა ხნის წინ ვიყავი ჩინეთში და ჩემთვის დიდი პატივი  იყო შევხვედროდი ვიცეპრემიერს, მის აღმატებულებას, ხუ ჩენ ხუას,  ვიზიტისას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დასაფასებელი იყო ის განსაკუთრებული სტუმართ-მასპინძლობა, განსაკუთრებული სითბო და განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელსაც მე ვგრძნობდი იქ ყოფნისას. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობებს და მოხარული ვიქნებით, თუ ეს ურთიერთობები კიდევ და კიდევ განვითარდება“.